პოროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც შეიცავს ფისს, ფლოვანის, მინერალურ შენაერთებს. აღსანიშნავია, რომ მისი ზოგიერთი შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
პროპოლისი მომწვანო - ბაცი ან მოყავისფრო ფერისაა. იგი საკმაოდ არომატიზირებულია და გვხვდება ალვის ხის კვირტების, წიწვების, თაფლის, ცვილისა და ვანილის არომატით.
წვიმისას გამოყოფს ფისის სასიამოვნო სურნელს. ფუტკრები მას აგროვებენ არყისა და ალვის ხის, ვერხვის, წაბლის, მუხის, თელის, ტირიფისა და წიწვოვანი ხეების კვირტებისგან.
პროპოლისის მთავარი წყარო არყისა და ალვის ხეა. პროპოლისი განსხვავებული ფერისა და ქიმიური შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჯიშის ხის ნაყოფებისგანაა გაკეთებული.
ბუნებრივ პირობებში ფუტკრები პროპოლისს იყენებენ ფიჭისაგან ხის მერქნის ლპობადი ნაწილების იზოლირებისათვის, პათოგენური მიკროორგანიზმებისა და „მტრებისგან“ (მავნებლები, რომლებიც სკაში შედიან და იქ იღუპებიან) თავდასაცავად.
ფუტკრებს ასეთი მავნებლების სკიდან ამოყვანა, მოშორება არ შეუძლიათ. ამიტომ ქოლავენ მას პროპოლისით. თითო ოჯახიდან, ჩვეულებრივ, 40-50 გრამ პროპოლისს იღებენ.
პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, რომლის გამოც ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. დღეისათვის მას მოიხმარენ ყოველგვარი კანის დაავადების, უბრალო და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების, კანის, კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური პრობლემებისათვის; აგრეთვე სურდოს, ჰემოროის, გრიპის, ნევრიტის, რადიკულიტის, ფილტვის ტუბერკულიოზისა და სხვა დაავადებებისათვის.
პროპოლისს ამზადებენ ბრიკეტების, ბურთულების ან დაქუცმაცებული სახით. მას მწარე გემო აქვს. იმისათვის, რომ პროდუქტს არ შერჩეს უცხო შენაერთები და ჭუჭყი, 4-5-ჯერ წამოადუღებენ ხოლმე ორნახად არაყში, ფილტრავენ და რეცხენ ცხელ სპირტში, რის შემდეგაც ფილტრზე რჩება მყარი, გაუხსნელი ნაწილაკები.